“თამუნა სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ ცხადი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა.
მისი განმარტებით, არსებობს კიდევ სხვა საეჭვო გარემოებები, რომელიც გამოძიებასაც არ შეუმჩნევია.
“დავათვალიერეთ ძალიან დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო ფაქტორებიც შეინიშნება. ეს ნიუანსები აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული.” – ამბობს რამიშვილი.
მოისმინეთ მიხეილ რამიშვილის ხმა.
შუალედურ დასკვნაში საუბარია მედიკამენტებზე, თუმცა საბოლოო დასკვნა გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ რისთვის იყო ეს მედიკამენტები.
საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელსაც პროკურატურა მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა, დღეს დასრულდება. სპეციალური სამუშაოს ჯგუფის წევრები გარდაცვლილის ოჯახს შეხვდნენ. შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.