მნიშვნელოვანისაქართველო

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

“თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში” – ამ სათაურით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ამჯერად სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და კონკრეტული შემთხვევები გამოავლინა. საქმე ეხება იმ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაშიც.

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის დეტალები და კონკრეტული მაგალითები: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

მსგავსი პოსტები

Back to top button