თათარსტანში უჩვეულო საპარიკმახერო გაიხსნა [Photo]

ყაზანში (თათარსტანი, რუსწთის ფედერაციის სუბიექტი) უჩვეულო საპარიკმახერო გაიხსნა, სადაც კლიენტებს შიშველი ოსტატი-ქალები მოემსახურებიან, – წერს ადგილობრივი გამოცემა ProKazan.ru.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სალონი მარტო სრულწლოვან მამაკაცებს მოემსახურება. შემკვეთს სტილისტის კოსტუმის შერჩევა თვითონ შეეძლება და მას, სურვილისამებრ, 2 ოსტატის მოწვევის უფლებაც ექნება.

წარმოიდგინეთ, როცა კლიენტი სავარძელში მოთავსდება, მის წინაშე ნამდვილი თეატრალიზებული შოუ გაიმართება. კულისებიდან ლამაზი ქალბატონი გამოვა, რომელსაც მარტო სტრინგი ეცმევა.

აღსანიშნავია, რომ საპარიკმახეროში მკაცრი წესები მოქმედებს – კლიენტი სრულწლოვანი უნდა იყოს, მისი ვინაობა კი კონფიდენციალურად და ანონიმურად დარჩება.

“თუმცა ცოლები თავინთ მეორე ნახევრებს საპარიკმახეროში მომსახურებას უკვე თვითონ უკვეთავენ”, – აღნიშნა პრესასთან ინტერვიუში ოსტატმა იულიამ.

სალონში თმის შეჭრის გარდა მამაკაცებს მოსადუნებელ მასაჟსა და მანიკურ-პედიკურსაც შესთავაზებენ.

ყაზანის მოსახლეობა ახალი სალონის გახსნას არაერთმნიშვნელოვნად შეხვდა. ბევრმა მათგანმა აღნიშნული საპარიკმახერო ფარულ საროსკიპოდ მიიჩნია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31384″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button