„თავაზიანი ტანკები“ ვაშინგტონში – პროვოკაციული ვიდეო
თეთრი სახლის ფასადზე, რუსეთის სამხედრო ტანკებმა ჩაიარა. რუსეთის საგანმანათლებლო პროექტის, სახელწოდებით – «Сеть»-ის სტუდენტებმა, YouTube-ზე პროვოკაციური რგოლი განათავსეს.
ვიდეოინსტალაციის გამოყენებით, მათ, აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე, რუსეთის დროშა ააფრიალეს, ხოლო კედლებზე, სამხედრო ტექნიკა ჩაატარეს, რომელსაც „თავაზიანი ტანკები“ დაარქვეს.
„9 მაისი ის დღეა, როცა სამყარო თავიდან დაიბადა. ტრადიციისამებრ, ყოველ წელიწადს, მსოფლიო ლიდერებს ვეპატიჟებით, რათა სამხედრო აღლუმი ჩვენთან ერთად იზეიმონ. წელს, ბარაკ ობამამ ბევრ ლიდერს აუკრძალა მოსკოვში ჩასვლა, ამიტომ ვაცხადებთ (ციტატა) – თუ ამერიკის პრეზიდენტი აღლუმს არ დაესწრება, მაშინ აღლუმი თვითონ ეწვევა ბარაკ ობამას.“