კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თავდამსხმელი გაიქცა, მძევლები თავისუფალია – ზუგდიდის სპეცოპერაცია

ზუგდიდის სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავოსუფალია, თავად თავდამსხმელი კი გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, თუმცა მასში არ არის ხაზგასმული, რა მიმართულებით გაიქცა თავდამსხმელი და წაიღო თუ არა მან ნახევარი მილიონი დოლარი.

ბოროტმოქმედმა, მძევლები და მანქანა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დატოვა. გათავისუფლებულ მძევლებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდეს, საზოგადოების ნაწილი აღნიშნულს, იქ არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას უკავშირებს.

“სხვაგან საქ წავა აბა”, “სხვაგან სად დახარჯავს მოპარულ ფულს”, გაუჩნდათ აფხაზეთში საქმე, დაიყოფენ ახლა ნახევარ მილიონს”, “მანდ თუ გადავიდა, ვინაა მერე დამჭერი” – იწერება სოციალურ ქსელში.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30სთ-ზე დაიწყო, მაშინ როცა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ხალხის ნაწილმა, სახანძრო კიბით მოასწრო გაქცევა, ნაწილი კი ბოლოტმოქმედთან ერთად ბანკში, საღამომდე იმყოფებოდა. მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა და მოთხოვნეს, ერთ-ერთი დაკავებულის საშუალებით, პირდაპირ ეთერში აჟღერებდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button