კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თავდამსხმელისთვის ფულის გადაცემის ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავასა და ბანკზე თავდამსხმელის ფულის გადაცემის ვიდეოჩანაწერი.

ვიდეოს მერაბ ოკუჯავას ფეისბუქგვერდი ავრცელებს, რომელიც მალევე დაიბლოკა.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button