თავდასხმა ლონდონში: ერთი ქალი დაიღუპა [Photo/Video]

ლონდონის რასელ-სკვერის მოედანზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, 1 კი გარდაიცვალა, – იუწყება BBC.

თავდასხმის შესახებ პოლიციას თვითმხილველებმა შეატყობინეს. მათ განაცხადეს, რომ უცნობი მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე 6 დაჭრილი ადამიანი აღმოაჩინეს, ერთი მათგანი – 60 წლის ქალი ცოტა ხანში გარდაიცვალა.

ბოროტმოქმედების ჩადენიდან 6 წუთში პოლიციამ, ელექტროშოკერების გამოყენებით, თავდამსხმელი დააკავა.

როგორც სკოტლანდ-იარდის წარმომადგენელმა განაცხადა, თავდამსხმელი 19 წლის ყმაწვილია. მისი ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ რასელ-სკვერი ლონდონის ცენტრში მსხვილი სასტუმროებისა და ბრიტანეთის მუზეუმის მახლობლად მდებარეობს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39667″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button