მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით” – ტრამპმა და ზელენსკიმ თეთრსახლში შეხვედრის დროს იკამათეს

უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის 28 თებერვალს, თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა – ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა-ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.

ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.

ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.

“თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით” – უთხრა ტრამპმა ზელენსკის ერთ მომენტში და მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა.

საუბარში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც – მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპი დაეთანხმა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

“ხალხი იხოცება… თქვენ ჯარისკაცები გელევათ” – უთხრა ტრამპმა ზელენსკის.

ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ ვითარებიდან გადის.

ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა არ წავიდეს “კომპრომისზე მკვლელთან” – რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით.
“თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო – ეს ასე არ მუშაობს. მე არ ვარ არავის მხარს, მე არ ვარ პუტინის მხარეს, მე ვარ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, მსოფლიოს მხარეს. მინდა ეს პრობლემა მოვაგვარო. პუტინის მიმართ ზელენსკის სიძულვილი არის ძალიან მძლავრი, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას და მე მესმის ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მეორე მხარეა შეყვარებული მასზე.

შესაბამისად, მე ვარ მსოფლიოს მხარეს, ასევე ევროპის მხარეს და მე მინდა ამ შეთანხმების მიღწევა. მე შემიძლია ვიყო ძალიან ხისტი, ნებისმიერ ადამიანზე ხისტი, რომელსაც ოდესმე შეხვედრილხართ, მაგრამ ამ შემიხვევაში, ეს მე არ გამომადგება,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ზელენსკი – რომლის ქვეყანამაც რუსეთთან ბრძოლაში მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და მორალური მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან – ტრამპისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციის წინაშეა. ტრამპს სურს სწრაფად დასრულდეს სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, გააუმჯობესოს კავშირები რუსეთთან და დაიბრუნოს ფული, რომელიც აშშ-მა უკრაინაზე დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button