მნიშვნელოვანისაქართველო

თავდასხმა რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე


რუსთავი 2-ის ინფორმაციით, წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მათივე ცნობით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი, როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა”, — აღნიშნავენ ტელევიზიაში.

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის ევექსის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button