ბიზნესმენი სააკაშვილის სახლის დაკავებას აპირებს

“ახლა ვერაფერს გეტყვით, იქ იქნება ბევრი ახალი ინფორმაცია. 15 საათზე ვიქნები დანიშნულების ადგილთან” 

ჰერეთის კორესპონდენტის კითხვაზე, ყვარელში პრეზიდენტის სახლთან უნდა მივიდეს თუ არა, მან უპასუხა, რომ “სახლთან არა, სახლში უნდა შევიდე” და დაიკავოს.

ბიზნესმენი და ამავდროულად ნინო ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ვალერი შოშიაშვილი, დღეს, ყვარელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის დაკავებას აპირებს.

ამით იგი გააპროტესტებს “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირებას.

გიორგი ბოტკოველი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების ქონების დაყადაღებით და პროვოკაციებით. “დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის 80 წლის ბებიის მანქანაც. აუცილებლად მივმართავთ პოლიციას და მოვითხოვთ კერძო საკუთრების დაცვას.”

გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, შოშიაშვილს აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა. მას აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერი შიოშიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

 

მოუსმინეთ ვალერი შოშიაშვილისა და გიორგი ბოტკოველის ხმებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button