თავდასხმა თელავის ყოფილ დეპუტატზე

პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, ვასილ დავითაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ზეზვა ბაქრაძეს შესაძლოა დღეს ბრალი წაუყენონ.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, თელავის ყოფილ გამგებელს და ყოფილ დეპუტატს თავს საკუთარ სახლთან იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის ოჯახთან ერთად სასაფლაოდან ბრუნდებოდა.

დავითაშვილს 10-მდე ტყვია ესროლეს. ჭრილობები ძირითადად ქვედა კიდურებშია მიყენებული, ამიტომ ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის სავარაუდო მოტივი ყოფით ნიადაგზე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button