თავდაცვის მინისტრმა ახალი გადაწყველიბა სამხედრო ძალებს გააცნო

თვდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმებინ სამხედრო მოხელეები.

„ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის დასაწყისში სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულიკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას,“ – აცხადებს აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button