მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სამხედრო ძალებისთვის 500 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ“. უწყების თქმით, მის მიერ შესყიდული ბრენდების მიერ წარმოებულ ტექნიკას ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები იყნებენ.

„ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების, — გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს.” — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც სამინისტროში ამბობენ, „სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის“.

მსგავსი პოსტები

Back to top button