მგზავრების თქმით, სტამბოლი-თბილისის რეისს მეხი დაეცა

რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შესრულდა კომპანია “ატლას გლობალის” რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით. მიზეზი უამინდობა გახდა, რის გამოც ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლში დაეშვა.
მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რასაც პანიკა მოყვა.
ავიაკომპანიის გადაწყვტილებით მგზავრები სტამობილიდან თბილისში სხვა თვითმვრინავით გამოამგზავრეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე წუხელ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “ატლას გლობალის” რეისი 4 საათითა და 30 წუთით აგვიანედა და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვებოდა.