“თავისუფალი დემოკრატები”კიდევ 4 ლიდერმა დატოვა

„თავისუფალი დემოკრატები “ ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის გარდა კიდევ 4 ლიდერმა დატოვა, პარტიის წევრებმა ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადეს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის წყვეტს პარტიულ საქმიანობას და ადგილს ახალ ძალებს და სახეებს უთმობს.
ვიქტორ დოლიძის თქმით ის პოლირტიკურ და პარტიულ საქმიანობას წყვეტს, თუმცა აგრძელებს ბრძოლას თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის ციხიდან გასათავისუფლებლად. ამასთანავე დოლიძის თქმით ის აგრძელებს მუშაობას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ასევე დავით ონოფრიშვილმაც, მისი თქმით ის პარტიულ საქმიანობას აღარ გააგრძელებს და სხვა საქმიანობით დაკავდება.
პარტია დატოვა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა, მისი განცხადებით მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს
თავისუფალი დემოკრატების რიგები და მომავალში რა ამპლუაშიც არ უნდა მოევლინოს საზოგადოებას ის ქვეყნის სამსახურში იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button