მნიშვნელოვანისიახლეები

“ომიკრონის” შტამით ამ დროისთვის საქართველოში 24 ადამიანია ინფიცირებული

ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

“ომიკრონის” შტამით ამ დროისთვის საქართველოში 24 ადამიანია ინფიცირებული. დამატებით იკვლევენ კიდევ 52 ადამიანს.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ “ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება და თავის დასაცავად მოქალაქეებს ბუსტერის გაკეთებას, ასევე, პირბადის ტარებას ურჩევენ.

“ომიკრონის შემთხვევები ორმაგდება ყოველ მეორე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს საქართველოში 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ ორი დღის შემდეგ ამ შემთხვევების რაოდენობა 40-დან 50-მდე უნდა იყოს. სამწუხაროდ, აქ არის ასევე რისკი, რომ უფრო მეტი ნაკადი პაციენტების იქნება მიმართული ჰოსპიტალური სექტორისკენ. ბუსტერ დოზა ითვლება ეფექტურ საშუალებად როგორც ინფიცირების, ისე მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით”, – ამბობს ექიმი, ივანე ჩხაიძე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 24 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკური სექტორი მობილიზებულია და გამოწვევებს უმკლავდება.

„ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა. 15 შემთხვევა არის კვლევაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვეული გამჭვირვალობით გააგრძელებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორს, ის არის მზად. კლინიკური ჯგუფები, როგორც ადრე, ახლაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ პაციენტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა არის სრულად მობილიზებული, რომ ჰქონდეს დროული რეაგირება, სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუენებული ვარ, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

ბელგიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კინოთეატრები, თეატრები და დახურულ სივრცეში განთავსებული სხვა რეკრეაციული ობიექტები დროებით იხურება.

ამასთან, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ფიტნეს ცენტრები, შესაძლოა, ღია დარჩნენ. ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო დღეების დაწყებამდე კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ბელგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების 27%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

„ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, საკონცერტო დარბაზებს, გასართობ პარკებსა და ხელოვნების გალერეებს ხურავს დანიის ხელისუფლებაც.

მაღაზიებსა და რესტორნებს მომხმარებლის რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ. ამასთან, რესტორნები 23:00 საათისთვის უნდა დაიკეტოს. მანამდე დანიის მთავრობამ მოქალაქეებს სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების “მნიშვნელოვანი ზრდისთვის” მოემზადონ.

მისი თქმით, “ომიკრონი“ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დომინანტური ვარიანტია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებმა ისევე სწრაფად იკლო, როგორც მოიმატა. მისი ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ახალი შემთხვევების პიკი საკმაოდ სწრაფად დაძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button