“თავისუფალი ზონის” სამ წევრი დაკითხვაზე სუს-ში იმყოფება
“თავისუფალი ზონის” სამ წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია სუს -ში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ისინი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე იკითხებიან.
ამ დროისთვის სუს-ის შენობის გარეთ “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილები.
“ხელისუფლება იბარებს ახალგაზრდებს, საუბრობს გადატრიალებაზე. ხელისულფება არ არის ადეკვატური და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს, თუ როგორ ხელისუფლებას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა სერგო რატიანმა.