,,თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებამ  საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

მათ  საკუთარ  მხარდამჭერებს მოუწოდეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
მათი განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთნ გარიგებაში არ არიან და არც მათი თანამდებობებზე დანიშვნა იგეგმება.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები ნდობას უცხადებენ კვირიკაშვილის მთავრობას და მიაჩნიათ, რომ ქვეყანა აღმშებლობის გზას დაადგება.

„რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები: კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button