პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობა დაამტკიცა. გიორგი კვირიკაშვილის გუნდისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტში 13 საათიანი განხილვა უძღოდა წინ. კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში პრემიერმინისტრმა დეპუტატებს მიმართა და მათ მთავრობის დამტკიცება მიულოცა.

პრემიერმა პირველივე სიტყვაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გააკრიტიკა. განახლებული მთავრობა მუშაობას 18-ის ნაცვლად, 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით შეუდგება.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი;
მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
დიმიტრი ქუმსიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი;
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი;
სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი;
ზურაბ ალავიძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ ჯანელიძე – საგარეო საქმეთა მინისტრი;
კახა კახიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
მამუკა ბახტაძე – ფინანსთა მინისტრი;
გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი;
დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button