მნიშვნელოვანისაქართველო

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომანია “რუსთავი 2”-ი იუწყება, რომ თავდასხმა მოხდა მათ გადამღებ ჯგუფზე.

უფრო კონკრეტულად კი ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს.

ტელეკომპანია არხის ვებ-გვერდზე წერს, რომ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

“კურიერი რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი. ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან”, – იუწყება ტელეკოპანია.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

“დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.
“ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან,” -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button