მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თავისუფლება ირაკლი ბებუას – თბილისში 28 სექტემბერს აქცია დაიგეგმა
კანცელარიასთან, თბილისში ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული 30 წლის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია უკვე მეორედ დაიგეგმა.
“ერთ წელზე მეტია ირაკლი ბებუა ოკუპანტების ტყვეობაშია. ორ თვეზე მეტია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხოდ ტოვებს ბებუას ოჯახის მოთხოვნას შეხვედრაზე.
მოვითხოვთ მთავრობისგან ოჯახთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას და ჩვენი თანამოქალაქის გასათავისუფლებელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას!”- წერია საორგანიზაციო განცხადებაში, რომელსაც ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამარ ბებუა ავრცელებს.
ირაკლი ბებუა ოკუპირებულ გალში 2020 წლის 30 სექტემბერს ე.წ. “აფხაზური დროშის” დაწვის გამო დააკავეს. მას 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და უმძიმეს პირობებში იხდის სასჯელს. იგი დედისერთაა და დედამისი თბილისის დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს.