“72 ზარიდან არცერთი არ დადასტურდა”

“დღეის მდგომარეობით სულ 72 ზარი შევიდა 112-ზე, ყველა შემთხვევა გადამოწმებულია და არცერთი მათგანი არ დადასტურდა იქ არსებული ცხოველის შესახებ.”

კრიზისების მართვის სააგენტო უარყოფს კუს ტბის ტერიტორიაზე, ეთნოგრაფიის მუზეუმთან და სვანიძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობას – ამის შესახებ კრიზისების მართვის სააგენტომ განაცხადა მედიასთან.

“ამ მომენტში ზოოპარკისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ კიდევ ერთ ზარს რომელიც 112 ში მარნეულიდან შემოვიდა მდინარის შედეგად გამორიყული აფთარის შესახებ და ამ წუთებში იქ გაემგზავრნენ.

ტეტანუსზე ვაქცინაცია ამ დროისთვის 948  მოხალისეს ჩაუტარდა, იაშვილის კლინიკაში კი შეყვანილია 1 მოხალისე თავის ზედაპირული დაზიანებით.

სურსათის უვნებლობის ვეტერინარებმა ბიოსაფრთხის უსაფრთხოების მიზნით დეტექტორები განათავსეს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე” – განაცხადა სააგენტომ საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button