მნიშვნელოვანისიახლეები

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეების მაუწყებელთან რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან, ისინი პირდაპირი ეთერსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ : „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“

ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადმოინაცვლა. აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საპროტესტო მსვლელობას საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებოდნენ. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით სკანდირებენ: “თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს” “თავისუფლება მედიას!”

დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 72-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

“თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ მოთხოვნით, კანცელარიასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიებს აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ კოლეგას- მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 27 დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო , პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივა მედის” კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მედიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის ჟურნალისტია, არამედ იმიტომ, რომ მისი ბრალდება უსამართლოა.

მზია ამაღლობელთან ამ წუთებში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფი იმყოფება. კონსილიუმის წევრები დეტალურ განცხადებას “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სავარაუდოდ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button