თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ერთადერთი გზა ევროპული გზაა-პავილიონისი
“ერთაინი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ჟიგიმანტას პავილიონისი “ტვიტერზე” წერს, რომ ბალტიის ქვეყნების გამოცდილებით, სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ერთადერთი გზა ევროპული გზაა.
“ვულოცავ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა მელიას. ბალტიის გამოცდილება ამბობს, რომ ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ – ეს საშიშია, ალბათ, კრემლის ილუზიაა” – წერს პავილიონისი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღო.
პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია.