რეგიონისიახლეები

“თავისუფლების მარშის” მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა

წალენჯიხიდან “თავისუფლების მარშის” მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა

26 თებერვალს 21:50 სთ-ზე, თბილისში გამართული აქციიდან მომვალ 12 პირს წალენჯიხის საპატრულო პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

დაჯარიმებულები აღნიშნავენ,რომ საშვის მიღების მიზნით 2 საათის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე, თუმცა უშედეგოდ, არავინ უპასუხათ.

მათი თქმით,საშვის მიუღებლობის შემდეგ კი გადაწყვიტეს ღამე სამარშუტო ტაქსში გაეთიათ.

აქციის მონაწილეების განმარტებით,საპატრულო პოლიციამ არ გითვალისწინა გარემოფაქტორები.

ჯარიმაზე ხელისმოწერის მოთხოვნის მიუხედავად, არცერთმა დაჯარიმებულმა ხელი საჯარიმო ქვითარს არ მოაწერა.

ასევე,ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს.

დაჯარიმებული პირები წალენჯიხის საპატრულო პოლიციის ქმედების გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button