მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას, კახეთის რეგიონიც უერთდება

თავისუფლება მიხეილ
სააკაშვილს- ამ გზავნილით თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას, კახეთის რეგიონიც უერთდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები
უცვლელია, გათავისუფლდეს პატიმრობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები, მიკროავტობუსებითა და მსუბუქი ავტომანქანებით, თბილისში ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.

საპროტესტო აქცია დღეისათვის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად, 24 საათიანი ვადა მისცა.

სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში, 39 – ე დღეა შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button