თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია დასრულდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/05/14177888888.png)
თავისუფლების მოადანზე დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძება დასრულდა.
ახლა სახალხო სეირნობა და სხვადსხვა გამოფენების დათალიერება დაიწყო. რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანია შეკრებილი.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს და შეიარაღებულ ძალებს თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მათი გამოსვლების შემდეგ შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება.“
საქართველოს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლსითავი თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, სომხეთის, ლიეტუვის, ფინეთის სლოვაკეთის, პოლონეთის და ლატვიის პრეზიდენტებმაც.