მნიშვნელოვანისიახლეები

თავისუფლების მოედანზე დაკაავეს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

მისი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან“ მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები – მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი ძალოვნები.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს. არსებული ცნობით, მისი დაკავება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, – პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილი.
ადგილზეა იყო ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ადგილზე მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდათ ასევე “ტიტუშკები.”

სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური იყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.

როგორც მედიას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დათუნაშვილს დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს.

ამასთნ სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ.

აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირები სუს-სი „ტიტუშკები“ იყვნენ.
შეგახსენებთ თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი დავით დათუნაშვილი. ის ახლა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს, არის პარტია “ახალის” წევრი.

დაკავებულია პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც.
თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები – მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი ძალოვანები. ადგილზეა ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ადგილზე მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა ასევე “ტიტუშკები.” დღეს, 4 დეკემბერს პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და პარტია “დროას” წევრი გელა ხასაია; დღესვე ჩხრეკა ჩატარდა არაერთი პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ოფისებში, აქტიური მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button