თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება, მონაწილეები შეკრებას 18:00 საათიდან დაიწყებენ.
ეს აქცია 14 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.
ღონისძიების ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, რომ 14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.
“აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს – თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე“.ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა.
ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს შემოგვიერთდნენ
ამ ღონისძიებაში. თან წამოიღეთ უკრაინის სიმბოლოები, დროშები,
დახატეთ ფერადი პლაკატები”, – წერია ორგანიზატრების განცხადებაში.