მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება-ოკუპანტები უკრაინას ბომბავს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ვუჰლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
“დაზუსტებულია, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულები ნოვოუკრაინკასა და ბოგოიავლენკაში იმყოფებოდნენ.გორლოვსკის მიმართულებით, კონსტანტინოვკაში 2 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 1 ბავშვია.
ქალაქში, დღის განმავლობაში 11 კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა. სულ რაღაც ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს, 3 ადამიანი კი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დონეცკის ოლქის 1560 მცხოვრები დაიღუპა, მათ შორის 148 ბავშვია.

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს, დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაიბომბა ზაპოროჟიის ოლქის 20 დასახლება. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. ორი ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაიჭრა თავდასხმებს დონეცკის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში, მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს, უკრაინისთვის გაწეული მორიგი დახმარებისთვის.

“დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ნამდვილად გვეხმარება და ვინც ამ კვირის განმავლობაში ახალი ნაბიჯები გადადგა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად. მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტისთვის. მადლობა ნიდერლანდებს ახალი თავდაცვის პაკეტისთვის, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ფარს. მადლობა გერმანიას ამ კვირაში მოწოდებული აღჭურვილობისთვის, გმადლობთ, რომ მზად ხართ მოგვაწოდოთ რაკეტები პატრიოტის სისტემებისთვის! მადლობა იტალიას ჩვენი თავდაცვის ხელშეკრულებების იმპლემენტაციისთვის! მადლობა გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოებაში თქვენი მუდმივი ლიდერობისთვის და ჩვენთვის მოწოდებული ყველა შორი დისტანციის რაკეტისთვის. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო თითოეულ ქვეყანას, თითოეულ ლიდერს, პარტნიორი ქვეყნების ყველა ქალაქსა და საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც გვეხმარებიან კახოვკას ჰესზე რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგების დაძლევაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ჩვენი კოლექტიური ძალის უძლეველობას, როდესაც აღვადგენთ ნორმალურ ცხოვრებას ყველა ადამიანისა და საზოგადოებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ამ ეკოციდის რუსული ბოროტებით. და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველას, ვინც წვრთნის ჩვენს ჯარისკაცებს… ვინც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ჩვენს გმირებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button