მნიშვნელოვანისაქართველო

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა – საფრანგეთის შს მინისტრი

,,საქართველო დინამიური ქვეყანაა და აქედან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა”, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

,,საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს. საქართველოში ომი არ არის, ამის გამო, საქართველო ბუნებრივად, საფრანგეთის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიიჩნევა, როგორც საიმედო პარტნიორი. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა”, განაცხადა კარისტოფ კასტანერმა საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამის გამო საფრანგეთმა გადახედოს უვიზო მიმოზვლის საკითხს, კარისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან ამ თემაზე არ უსაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button