თბილისი 2015: საქართველოს პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ-მდე) მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩეხი დავით ვოპატი დაამარცხა.
ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯერ იუკო აუღო მეტოქეს, შემდეგ კი ბოლო წამებზე კონტრილეთით, ვაზარით გაიმარჯვა.