მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 3 ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 13-ით გაიზარდა და 663 გახდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3 161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button