თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება.

ფაქტს ადასტურებენ “საქართველოს რკინიგზაში,” სადაც ამბობენ, რომ ფასების მატება მხოლოდ ბიზნეს კლასს შეეხება და იქ ერთი ბილეთის ფასი 55-დან 100 ლარამდე იზრდება, თუმცა განსხვავებულია ინფორმაცია რკინგზის ცხელ ხაზზე, სადაც განმარტეს, რომ ძვირდება ყველა კლასის ბილეთები.

იზრდება მათ შორის მეორე კლასის ბილეთების ფასიც 18-დან 26 ლარამდე, ძვირდება პირველი კლასით მგზავრობაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button