თბილისი და ჰერეთი “ბიზნესკონტრაქტის” რადიოპარტნიორები გახდნენ
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის 2 რადიოსადგურში: ჰერეთი FM102,8 და თბილისი FM93,5 12 სექტემბრიდან “ბიზნესმედია საქართველო” – ს პროექტების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში პარტნიორობის საფუძველზე დაიწყება, რომელიც ამავდროულად TVპირველის ეთერში განახლებული ფორმატით დაბრუნდება.
ორშაბათიდან “საქმიანი დილა” გიორგი ისაკაძესთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს დილით 07:55 დან 11 საათამდე მაყურებელს განახლებული შემადგენლობით ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან ამბებთან ერთად მრავალფეროვან და საინტერესო რუბრიკებს შესთავაზებს.
ახალი სეზონიდან სატელევიზიო ეთერთან ერთად “ბიზნესმედია საქართველო” გუნდის წევრების მის მომზადებულ გადაცემებს რადიოსადგურების თბილისისა და ჰერეთის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს (“საქმიანი დილა გიორგი ისაკაძესთან ერთად” დილის 07:55_11:00;ბიზნესკონტრაქტი(15:00_16:00) „ბიზნესკონტრაქტის ანალიტიკას“ (18:30_19:00) პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.