თბილისი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

თბილისში, დედა ენის ბაღში, 9 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ზე ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს ღვინის 60-მდე დიდი კომპანია, მცირე მარანი და 55 საოჯახო მარანი (72 სახეობის ღვინით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ორგანიზატორთა თქმით, დღის მანძილზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ 2014 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი, ტრადიციულად, დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძის ჯაზ–ბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი”; გათამაშდება საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.


სათემო კავშირი ნუკრიანი და „ნუკრიანის სახელოსნოები“ წარმოგიდგენთ ხელნაკეთ ნამუშევრებს და ღვინის სუვენირებს. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხისა და თექის ნაკეთობები.
ფესტივალზე ფუნქციონირებს ღვინის კაფე და კვების ობიექტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button