თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს
აღმაშენებლის ხეივანზე ოლიგარქის პოლიცია საპროტესტო მარშის მონაწილეებს აკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილია. კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა.
დემონსტრანტები ცდილობენ, სრულად დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ჩაკეტეს, მოგვიანებით სრულად გადაეკეტათ.
პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.