თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი გაუქმებულია

თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა რუსეთმა ქართულ ავიაკომპანიას მოსკოვის მიმართულებით ფრენის შესრულებაზე უარი ბოლო წუთს უთხრა. ინფორმაცია ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე და ამას ადასტურებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილიც.
დღეს, ზუსტად 10:00 საათზე, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა უნდა შესრულებულიყო. ბორტზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა მოსკოვმა თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა.
კომპანიაში აცხადებენ რომ 26 იანვარს ყველა ბილეთი უკვე გაყიდული ჰქონდათ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.
“ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილის ხმა