თბილისი ოლიმპიურ ფერებში ანათებს [Photo]

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „სინათლის ქალაქი“ თბილისში მდებარე ხიდებსა და სკვერებს ოლიმპიადის ფერებში ანათებს. ამ დროისთვის ქალაქში სულ 330 ახალი ობიექტია მინათებული. – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ოლიმპიადის ფერებში განათებულ ობიექტებს შორისაა მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილის და მშრალი ხიდები. ასევე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტი, მემედ აბაშიძის სკვერი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქვევრები. 

2015 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე „სინათლის ქალაქი“ კიდევ რამდენიმე ობიექტს გაანათებს, მათ შორისაა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე ხიდი და კახეთის გზატკეცილზე მდებარე გზაგამყოფი.

ნახეთ ფოტოკოლაჟი

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11563″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1435762609921″]

მსგავსი პოსტები

Back to top button