თბილისის ანძაზე სანათებს გამოცვლიან

შპს “სინათლის ქალაქმა” თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, “ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართეს”.

“შეთავაზების მიზანი გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ – “გრივენიმ” დააკმაყოფილ”, – განაცხადა ნარმანიამ. შესაბამისად, თბილისი ახალ წელს განახლებული ანძით შეხვდება.

თბილისის ანძა, დღეს, 5 ათასი ცალი ე.წ. “ფლეშ სანათისგან” შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა და აქედან დაახლოებით, ნახევარზე მეტი უკვე მწყობრიდან არის გამოსული.

მსგავსი პოსტები

Back to top button