კულტურამოზაიკა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლ „ფოლიას“ პრემიერა გაიმართება

1, 2 და 3 დეკემბერს, 19:30 საათზე, სამეფო უბნის თეატრში გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის სპექტაკლის „ფოლიას“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში ტარდება და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის თანამშრომლობის შედეგია.

ინიციატორი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“;

სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა. სპექტაკლში ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა გაიჟღერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button