სპორტი

თბილისის „დინამო“ 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის „დინამოში“ საკადრო ცვლილებებია.გუნდი 5-მა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს კლუბის არასრული შემადგენლობა დაესწრო. ძირითადი მოთამაშეების გარდა წვრთნაზე იმყოფებოდნენ გასულ სეზონზე სხვადასხვა კლუბებში გასხვისებული ფეხბურთელები.

გიორგი ნემსაძის შეგირდებიდან ხელშეკრულების ვადა 5 ფეხბურთელს ამოეწურა და კლუბის ხელმძღვანელობამ მათ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. „დინამოდან“ წავიდნენ: გიორგი კუხიანიძე, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი ზარია, ივან ტრუბოჩკინი და როდნი კლოუსტერი.

მოულოდნელი იყო ნოდარ ქავთარაძის გაშვება,რადგან შემტევი, 2020 წლის სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჩემპიონატის ერთერთ სასარგებლო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button