სპორტ-ნიუსისპორტი

თბილისის დინამო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელს უჩივის

თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის,ზორან მარუშიჩის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

მიზეზად 2021 წლის გამორჩეული ფეხბურთელის მხრიდან კონტრაქტის პუნქტების ცალმხრივად დარღვევა სახელდება.

სერბმა სპორტსმენმა გასულ წელს 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა დინამოსთან ხელშეკრულება,თუმცა კლუბი თვითნებურად დატოვა და კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

ფიფას საერთაშორისო ნორმების მიხედვით,გაქტი დანაშაულად ითვლება და დამრღვევ პირს შესაბამისი სასჯელი ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,თბილისის დინამომ უკვე დაიწყო სამართლებრივი დავა და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button