პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09.00 საათზე დაიწყება და 25 მაისს, 20:00 დასრულდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.
რეგისტრატორი რეგისტრაციის შესხებ ინფორმაციას მიიღებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით.
ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელებისთვის 70 500 ადგილია გამოყოფილი, ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.
განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ არც ერთი პირველკლასელი სკოლებში ადგილის გარეშე არ დარჩება.