თბილისის “დინამომ” საქართველოს თასი მე-12-ედ მოიპოვა
26 მაისს “ლოკომოტივის” სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.
ერთმანეთს თბილისის “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. “დინამოს” უპირატესობა აშკარა იყო – 5:0.
მე-14 წუთზე ანგარიში “დინამოს” შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, ტაიმიც გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
50-ე წუთზე კიტეიშვილის პასით გოლი მანუელ ონვუმ გაიტანა, ხოლო ორ წუთში პაპუნაშვილმა თამაშში მეორე გოლი შეაგდო – 3:0.
68-ე წუთზე პაპუნაშვილის პასით, ესპანელმა მანუელ ონვუმ დუბლი შეასრულა – 4:0.
87-ე წუთზე მეხუთე გოლი შეცვლაზე შესულმა 19 წლის დავით ვოლკოვმა გაიტანა – 5:0.