სპორტ-ნიუსისპორტი

თბილისის დინამოს წყალბურთელები აუტსაიდერები არიან

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დინამომ მეექვსე მატჩი ჩაატარა და წააგო

ქართველების მეტოქე სერბეთის წარმომადგენელი კლუბი ნოვი ბეოგრადი იყო.

ქართველებმა ოთხივე მეოთხედი დათმეს და საბოლოოდ ანგარიშით: 8:17 დამარცხდნენ.

ბელგრადელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ქართველი ნიკა შუშიაშვილი იყო,რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის კლუბის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

ექვსი ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 6 წაგება და 0 ქულა აქვს.შესაბამისად,ბოლო ადგილზე იმყოფება და ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს.

A ჯგუფის მომდევნო ტურში დინამოს მეტოქე უნგრული კლუბი ფერენცვაროში იქნება.

მატჩი 2022 წლის 11 იანვარს,თბილისში ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button