მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის კარვების ქალაქად გადაიქცა-საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.

ამ წუთებში, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე, კარვებში გაათენონ.
თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალუირ მოძრაობის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიტყვებით კი, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია:

„24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები; არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის სიტყვებით, ეს არ იქნება პროტესტის ერთადერთი ადგილი.

ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”, – ამის შესახებ კი “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი გვკარნახობს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში“, – თქვა მელიამ.

“ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, აქცია გრძელდება თსუ-სთან, სადაც საპროტესტო კარვები იშლება.

თსუ-ს წინ შეკრებილმა ლიდერებმა რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებსაც მოუწოდეს შეერთება.
მანამდე, კოალიციის წევრებმა საზოგადოებას მიმართეს და 24 – საათიანი პროტესტი დააანონსეს.

შეგახსენებთ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის სახელწოდებაა „დაიბრუნე ხმა“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

მსგავსი პოსტები

Back to top button