მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი
თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” დაამარცხა
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური “გრანადა” იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა.
მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო.
მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი, გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა.