მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონ პაციენტს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვირუსი 2 000 243 ადამიანს დაუდგინდა.

რაც შეეხება დაღუპულებს, ოფიციალური ინფორმაციით დაავადებას გლობალურად 126 758 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 484 751 პირი.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების ყველაზე მეტი, 614 246 შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული. მას მოსდევს ესპანეთი 174 060 და იტალია 162 488 პაციენტით.

მსგავსი პოსტები

Back to top button