მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისის მერია უკანონო მშენებლობების ნგრევას განაგრძობს

უკანონო ნაგებობები თბილისის მერიამ ამჯერად სამგორში ,თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია. სპეც ტექნიკამ მუშაობა აქ დილის 7 საათიდან დაიწყო. დანგრეულია 5 დაუსრულებელი და 2 დასრულებული ნაგებობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან პოლიციისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

სახლების დემონტაჟისთვის მოსახლეობას 4 დღიანი ვადა ჰქონდა მიცემული. მათ გაფრთხილება მუნიციპალური ინსპექციისგან მიიღეს.

15 დეკემბერს, თბილისის მერიის სამსახურებმა 10-ზე მეტი უკანონო ნაგებობა დაანგრიეს სამგორის რაიონში, “აფრიკის დასახლებაშიც”, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად აქიები გამართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button